Wednesday, August 20, 2014


პროექტი: როგორ ვსწავლობთ ქიმიას
პროექტის ხელმძღვანელი: ბორის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ქეთინო პავლაძე
სამიზნე ჯგუფი: ბორის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები
პროექტის  აღწერა: ბორის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრის მოწყობა ქიმიაში. შეჯიბრი მოეწყობა სკოლაში, ორივე კლასის გუნდები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული იმ საკითხების შესახებ, საიდანაც იქნება დამუშავებული შეკითხვები.
 კონკურსი შედგება 3 რაუნდისგან:
 პირველ რაუნდში გუნდებს გადაეცემათ 15 შეკითხვისგან შემდგარი ესტი, რომელსაც მათ უნდა უპასუხონ 6 წუთში.
 მეორე რაუნდში, დაისმება 10 შეკითხვა წამყვანის მიერ, გუნდებს თითოეული შეკითხვის საპასუხოდ მიეცემათ ერთი წუთი და ქულას მოიპოვებს ის გუნდი, რომელი სწორად უპასუხებს.
მესამე რაუნდიში გაიმართება გუნდის კაპიტნების კონკურსი. კაპიტნებმა უნდა უპასუხონ 5 შეკითხვას, თითოეული შეკითხვის საპასუხოდ მიეცემათ ერთი წუთი.
ქულათა დათვლას მოახდენს წინასწარ შერჩეული ხმის დამთვლელი კომისია.

გამარჯვებულად ჩაითვლება გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ქულათა თანაბრობის შემთხვევაში დაისმება დამატებითი შეკითხვები, გამარჯვებულის გამოვლენამდე.
პროექტს უხელმძღვანელებს ამავე სკოლის ქიმიის პედაგოგი, რომელის მოახდენს მოსწავლეთა ორგანიზებას, შეკითხვების მომზადებას, ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას.
კონკურსს ეყოლება მაყურებელი სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების და მათი მშობლების სახით.
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ქიმიის, როგორც სასწავლო საგნის, პოპულარიზაცია და ინტერესის გაძლიერება. მეტი ცოდნის მიღება ქიმიის როლზე ყოფა-ცხოვრებაში. დამოუკიდებელი მუშაობის და ინფორმაციის მოძიების უნარების გამომუშავება, შესწავლილი მასალის გამეორება -განმტკიცება, გუნდური მუშაობის, დაძაბულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღების, ემოციების მართვის უნარების ჩამოყალიბება და რაც მთავარია, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება მოსწავლეთა შორის.
პრობლემის ჩამოყალიბება: ქიმიის, როგორც ტექნიკური საგნის სწავლა, მოსწავლეებისთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს,  სასწავლო რესურსების და თვალსაჩინოებების არქონა ამცირებს მოსწავლეთა მოტივაციას და მუდმივად საჭიროებენ წახალისებას, ბიძგის მიცემას, სიახლეების ძიებას, რომ მათი მუშაობა იყოს დამაკმაყოფილებელი, მიიღონ მეტი ცოდნა ქიმიის, როგორც მეცნიერების როლზე პრაქტიკაში.
პროექტის ამოცანები: 1. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება დაგეგმვა, შემდგომ მოსწავლეებთან გასაუბრება და შეთანხმება პროექტში მონაწილეობასა და თარიღის განსაზღვრაზე.
2.მოსწავლეებს მიეწოდებათ იმ საკითხების ჩამონათვალი, საიდანაც მომზადდება საკონკურსო კითხვები
3. მომზადდება საკონკურსო შეკითხვები და დამუშავდება ტექნიკურად
4. შეირჩევა ხმის დამთვლელი კომისია
5. მოხდება მაყურებლის ინფორმირება და მოწვევა
6. 15  მაისს  გაიმართება შეჯიბრი
პროექტის განხორციელების გზები:
ეტაპი
საქმიანობა
პას. პირი
თარიღი
I
გეგმის შედგენა
ქ.პავლაძე
24-31 მარტი
II
საკონკურსო საკითხების მომზადება და ტექნიკური დამუშავება
ქ. პავლაძე
1-25 აპრილი
III
ხმის დამთვლელი კომისიის შერჩევა
ქ. პავლაძე
25-28 აპრილი
IV
მაყურებლის ინფორმირება და მოწვევა
ნ. ავალიშვილი, თ. ბერაძე
8-14 მაისი
V
კონკურსის ორგანიზება- ჩატარება
ქ. პავლაძე
15 მაისი

ბიუჯეტი: თვითდაფინანსება
 პროექტის მიმდინარეობის ვადები: 24 მარტი -15მაისი

შედეგი: პროექტის შედეგად მოსწავლეები დარწმუნდებიან საკუთარ ცოდნაში, რეალურად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, შეაფესებენ საკუთარ ძლიერ თუ სუსტ მხარეებს, განივითარებენ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების უნარს, შეეჩვევიან დროში, გუნდურ მუშაობას, ერთმანეთის აზრის პატივისცემას, გაიღრმავებენ გარკვეულ საკითხებში ცოდნას, რასაც გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში და ცხოვრებაში, მიეცემათ სტიმული მსგავს პროექტებში მონაწილეობისა და გამარჯვებების. რაც მთავარია, გაუღვივდებათ ინტერესი ქიმიის, როგორც მეცნიერების შესწავლის მიმართ.
მონიტორინგი და შეფასება: პროექტის მომზადებისას მოხდება დააკვირვება მოსწავლეების მუშაობაზე, პერიოდულად მოხდება გამოკითხვა  მოძიებული მასალების თუ საპროგრამო საკითხების გამეორების შესახებ. მაყურებლების მოწვევის საკითხზე ერთობლივი მსჯელობა, საორგანიზაციო სამუშაოების ერთობლივი გადაწყვეტა
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ წვლილს კონკურსის მიმდინარეობაში, პროექტის ორგანიზებას, გამოაქვეყნებენ ფოტომასალას, სტატიებს. მოძიებული მასალის საფუძველზე გააკეთებენ კედლის გაზეთებს, თანატოლებს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს.
  პროექტი განხორციელდა წარმატებით


 მე-9 კლასის გუნდი


 მე-10 კლასის გუნდი












No comments:

Post a Comment