1. პროექტის სახელწოდება: ავტომობილი და გალვანური ელემენტი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ელექტროლიზის პრაქტიკაში გამოყენება, კერძოდ აკუმულატორის მუშაობა ავტომობილში, ვადაგასული აკუმულატორების უსაფრთხო განთავსება
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა არ იციან როგორია აკუმულტორი პრაქტიკულად, რა დეტალებისგან შედგება, რატომ არ შეიძლება ვადაგასული აკუმულატორის ნაგავსაყრელზე განთავსება
4. პროექტის მიზნები:მოსწავლეებს ეცოდინებათ ელექტროლიზის როლი ტექნიკაში. რატომ და როგორ გამოიყენება აკუმულატორი ავტომობილში, პრაქტიკულად დაათვალიერებენ აკუმულატორს და გაეცნობიან ვადგასული აკუმულატორების უსაფრთხო განთავსების პირობებს
5. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
6. ვადები\ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეიძენენ ჯგუფური მუშაობის გამოცდილებას, ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარს, კერძოდ ინტერვიუების აღებას, ინტერნეტის გამოყენებას თეორიული, ფოტო და ვიდეო მასალის მოსაძიებლად, პრაქტიკულად დაათვალიერებენ ვადაგასულ აკუმულატორს. პრეზენტაციისთვის საჭირო სლაიდების, გაფორმების მომზადებას.მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას შემაჯამებელი გაკვეთილისთვის, გამოსცემენ კედლის გაზეთს სათაურით,, გალვანური ელემენტების გამოყენება"
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქიმიის და ფიზიკის სახელმძღვანელოები, ვადაგაული აკუმულატორი, კომპიუტერი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): 1. მოსწავლეთა 5 კაციანი ჯგუფი მოიძიებს თეორიულ მასალას და პასუხს გასცემენ კითხვებს: ა) რა სახის აკუმულატორები გამოიყენება ავტომობილებში და რა განსხვავებაა მათ შორის? ბ) რა ფუნქცია აქვს აკუმულატორს მანქანაში?გ) რაზეა დამოკიდებული აკუმულატორის ვარგისიანობა? დ) როდის არის საჭირო აკუმულატორის დამუხტვა , რატომ და როგორ ხდება ეს? ე) რა პროცესები მიმდინარეობს აკუმულატორში დამუხტვისას? ვ) რამ შეიძლება გამოიწვიოს აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა? ზ) შესაძლებელია თუ არა გახანგრძლივდეს აკუმულატორის "ვარგისიანობის" ვადა და როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ზ) რა ტიპის აკუმულატორებს იყენებენ ცნობილი ავტომწარმოებლები? თ) როგორ ხდება ვადაგასული აკუმულატორების უტილიზაცია ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ და რატომ არ შეიძლება მათი განთავსება ნაგავსაყრელზე?
2. მოსწავლეთა მეორე 5 კაციანი ჯგუფი იმუშავებს პრაქტიკული ნაწილის შესრულებაზე: ა) გახსნიან ვადაგასულ აკუმულატორს და დაათვალიერებენ შემადგენლობას, ბ) გაესაუბრებიან მძღოლებს, ავტომოყვარულებს როგორ ადევნებენ თვალყურს აკუმულატორის მდგომარეობას, რის მიხედვით ირჩევენ, როგორ მუხტავენ, როგორ იქცევიან იმ შემთხვევაში, როდესაც გოგირდმჟავას სიმკვრივე საჭიროზე ნაკლებია? გ) გაესაუბრებიან ავტომობილების მაღაზიის მფლობელებს, როგორი აკუმულატორები შემოაქვთ გასაყიდად, რომელ მათგანს აქვს უპირატესობა, როგორია მათი ფასი.
3. ორივე ჯგუფი შეაჯამებს მიღებულ ინფორმაციას და გააკეთებენ პრეზენტაციას
4. მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
10. საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა,\ქიმ.XI. 5. მოსწავლე ახასიათებს ელექტროლიზის მოვლენას და მის როლს ტექნიკასა და
მრეწველობაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქეთინო პავლაძე
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ketipavladze.gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი\ბლოგი http://www.blogger.qetipavladzeblogspot.com